მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთსა და საფრანგეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1 მლნ-ს აჭარბებს

კორონავირუსი,2020
1603815210
COVID-19

საფრანგეთსა და ესპანეთში ყოველდღიურად მძიმდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონს აჭარბებს.

ამავე მონაცემების თანახმად, საფრანგეთსა და ესპანეთში მაღალი ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი. საფრანგეთში სულ გარდაცვლილია 35 018 პაციენტი, ხოლო ესპანეთში 35 031. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ორივე ქვეყანაში მათი რაოდენობა 111 ათასს აღემატება.

ვირუსის გავრცელების კუთხით, საფრანგეთი პირველ ხუთეულშია. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აშშ-ში ფიქსირდება.

გლობალურად კი სულ ინფიცირებულია 43 მლნ ადამიანი. კოვიდინფექციამ მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა.