მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 414 ადამიანი დაიღუპა

კორონით გარდაცვლილები
1586173683
COVID-19

ესპანეთში კორონავირუსით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 414 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 13 055-მდე გაიზარდა.

ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსის 3 386 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ კი 135 032-ს მიაღწია.

კორონავირუსი მსოფლიოს 208 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1,3-მლნ-მდეა, ხოლო გარდაცვლილია 70 000-მდე ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.