მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

კორონავირუსი ესპანეთი
1585221388
COVID-19

ესპანეთი კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, იტალიის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდ წითელ ზონად რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 6673-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი 442-ით გაიზარდა.

ზუსტად 1 თვის წინ 26 თებერვალს ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა ფიქსირდებოდა. 1 თვეში ეს რიცხვი 4322-ჯერ 56 188-მდე გაიზარდა. პირველი ადამიანი კორონავირუსით 3 მარტს გარდაიცვალა დღეს კი უკვე მსხვერპლის რიცხვი 4089-ს შეადგენს და იტალიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ძალიან მაღალ - 7.28%-ს შეადგენს სიკვდილიანობის კოეფიციენტიც.

როგორც ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში ესპანეთშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, საწოლი ადგილების სიმცირის გამო კი ქვეყანაში უკვე გაიხსნა რამდენიმე საველე ჰოსპიტალი.