მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა

კორონავირუსი, ეკონომიკა, კლება
1586085182
COVID-19

კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტემპი მეხუთე დღეა კლებულობს, მცირდება გარდაცვლილთა რიცხვიც, ეს შესაძლოა უკვე ნიშნავდეს პიკის, ან მინიმუმ მისი მორიგი ტალღის გადავლას.

1-ელ აპრილს ესპანეთში ინფიცირების 8195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 აპრილს - 7947 საღამომდე გაიზრდება, მაგრამ სავარაუდოდ წინა დღეებთან შედარებით უფრო ნაკლებით. 961-დან 749-მდე შემცირდა, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელიც.

შემთხვევების კლება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ვირუსზე გამარჯვებას. 26 მარტიდან 29 მარტამდე ინფიცირების გამოვლენის შემთხვევები 8271-დან 6875-მდე შემცირდა, თუმცა 30 მარტიდან ისევ ზრდა დაიწყო.

5 აპრილის მდგომარეობით ესპანეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 130 759 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 12 418 გარდაიცვალა, 6861 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება, 38 080 კი უკვე გამოჯანმრთელდა. იმ პირების 35%-ზე მეტს, ვისაც ტესტი ჩაუტარდა COVID 19 დაუდასტურდა.