მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი საქართველოს 183 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირის დროშა
1586375209
COVID-19

ევროკავშირი საქართველოს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ფინანსური მხარდაჭერისთვის საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი მადლობას უხდის.

"უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების ფარგლებში 183 მლნ ევროს ოდენობის თანხის გადამისამართებას კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად", - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.