მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 15 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1596611795
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო გაჩიანია, 3 იმპორტირებულია, აქედან 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალია, 4 დადასტურებულთან კონტაქტი, 3 შემთხვევაზე კი გრძელდება ეპიდკვლევა, კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

მარინა ეზუგბაიამ ივლისის და აგვისტოს თვის მონაცემებიც შეაჯამა.

„ივლისში ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მთლიანობაში იყო 240, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 144. აგვისტოში, პირველიდან დღემდე 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ხოლო გამოჯანმრთელებული 27. ეს მონაცემები მნიშვნელოვანი რყევების საფუძველს არ გვაძლევს“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსი საერთო ჯამში სატვირთო ავტომობილის 103 მძღოლს დაუდასტურდა, მათ შორის 66 შემთხვევა ივლისში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 974 გამოჯანმრთელებულია, 17 გარდაცვლილი.