მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისიდანაა, 7 საკარანტინო სივრციდან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1590043497
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 1 ბოლნისის კლასტერია, დანარჩენი 7 კი, საკარანტინო სივრციდან.

"8 ახალი შემთხვევიდან 2 არის მძიმე. დღეს გაფართოებული კვლევები ჩატარდება და შეფასდება ეს ყველაფერი. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია. არის მაღალი ასაკიც და საშუალო ასაკიც", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა, 10 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.