მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდან არის, 2 კი ბოლნისიდან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1590734902
COVID-19

კოვიდინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდან არის, 2 კი ბოლნისიდან. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ექიმის თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს.

"ამ დროისთვის კოვიდცენტრებში მხოლოდ 158 პაციენტი მკურნალობს. ამ 8 დადასტურებული შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდან არის და 2 ბოლნისიდან. ჩვენს ცენტრში გუშინ შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევა და 1 საეჭვო შემთხვევა. დღეს გაკეთდება მასთან "პისიარ" კვლევა პირ-ხახის ნაცხზე და ვნახავთ შედეგს რაც იქნება. ჩვენთან 40 კოვიდდადასტურებული და 1 საეჭვო შემთხვევაა, როგორც აღვნიშნე. ახალ დადასტურებულ შემთხვევებში ხანდაზმულები არ არის და ერთი არის 16 წლის", - აღნიშნა ეზუგბაიამ.