მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: COVID-19-ით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585583569
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ეზუგბაიას თქმით, COVID-19-ის ბოლო ორი შემთხვევა ინგლისის კლასტერს უკავშირდება.

"დღეს საღამოს მონაცემებით 100 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 პაციენტიდან 2 ჩვენთან იმყოფება, ეს არის ინგლისის კლასტერიდან და ამ ჯგუფიდან არის კიდევ ორი. წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს. ამ სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. დღეს დასრულდება მათი კვლევები, სრულყოფილად ჩატარდება რადიოლოგიური კვლევები და არის თუ არა ფილტვების ანთება ხვალ მოგახსენებთ. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კვლავ გრძელდება მონიტორინგი პაციენტებზე, რომლებსაც გარკვეულწილად შეუსრულდათ დაავადების ხანგრძლივობის და კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები, რამდენიმე პაციენტის უარყოფითი პასუხები გვაქვს და ვნახოთ, ხვალ ალბათ გვეცოდინება განმეორებით ანალიზებზე პასუხები", - განაცხადა მარიან ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 100 შემთხვევაა გამოვლენილი.