მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: დღეს ალბათ რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს კლინიკას

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1586069320
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია ინფორმაციით, კლინიკას, სავარაუდოდ დღის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს.

ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული სულ 36 პაციენტია.

"170 დადასტურებული შემთხვევიდან 25 ჩვენი პაციენტი გამოჯანმრთლებულია. ალბათ დღის განმავლობაში დატოვებს კიდევ რამდენიმე პაციენტი კლინიკას. დღეს დილას ჩატარდება ტესტირება და ტესტირების შედეგების მიხედვით საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენთან ინფიცირებულთა რაოდენობა 36-ია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.