მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია ეპიდვითარებაზე: ყველაფერი კონტროლირებადია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585896730
COVID-19

"როდესაც შიდა გადაცემაზე ვსაუბრობთ, დღეში 18-20 პაციენტით მატება არ არის ტრაგედია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეპივითარება თუ ასე გაგრძელდება საქართველო დიდ პრობლემას დანაკლისების გარეშე დაძლევს.

"თუ განვიხილავთ 4-5 დღის განმავლობაში, 115-დან 148-მდე ასვლას, ეს არ არის დიდი ციფრები, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი, კონტროლირებადი ციფრებით შევძლებთ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისების და არეულობების გარეშე. დღეში 18 -20 პაციენტი არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე მეოთხეულ გადაცემაზე ვლაპარაკობთ. ეს ციფრები აბსოლუტურად მისაღებია და ეს არ არის კატასტროფა. ნუ გვექნება უფრო მეტი მაჩვენებელი, რომელიც არაკონტროლირებად გახდის სიტუაციას. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია. იმედია ასე დავამთავრებთ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის 148 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული.