მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში არცერთ ჩემს მედპერსონალს კორონავირუსი არ აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585810105
COVID-19

ინფექციური საავადმყოფო სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში არცერთ მის თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს.

"ჩემი მედპერსონალი არცერთი არ არის ინფიცირებული კორონავირუსით. ერთს სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული, ამიტომ მე მას როგორც დადასტურებულ შემთხვევას არ განვიხილავ. გაკეთედება PCR ტესტირება და თუ მივიღეთ დადებითი პასუხი, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის ინფიცირებული", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 130 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.