მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 16 ივნისი 2020 წ.
1594713068
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დღეს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 4-ით მოიმატა. ამ ეტაპზე შემთხვევების საერთო რიცხვი 999-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 13-ით გაიზარდა. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ისინი ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ შეუყვანიათ. ამ დროისთვის ცენტრში 24 ინფიცირებული პაციენტი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.