მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და ... “ - კულუმბეგოვი მედიას მიმართავს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1627297279
COVID-19

„გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და, დეიდა, მამიდა, ბიძა, მეგობარი“, - ასე მიმართავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჟურნალისტებს.

კულუმბეგოვის თქმით, „აუნაზღაურებელი ტრაგედიისგან თავის დაღწევის საშუალება უკვე ჩვენთანაა და მას აცრა და ვაქცინაცია ჰქვია.“

„26 ადამიანი კოვიდით გარდაცვლილი. ტრაგედია უგმიროდ...მასმედიას არ უჭირს ჭირისუფალთან ურთიერთობა, ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველდღიურად, მიდიან ადამიანები სახელების და გვარების გარეშე.

გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და, დეიდა, მამიდა, ბიძა, მეგობარი....
ამით საზოგადოებას დავანახოთ, რომ ამ აუნაზღაურებელი ტრაგედიისგან თავის დაღწევის საშუალება უკვე ჩვენთანაა და მას აცრა და ვაქცინაცია ჰქვია“, - წერს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1264 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1665 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 404 023-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 572 ადამიანი აიცრა

👉 676 თბილისი, 224 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

👉 194 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა