მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბუნია: გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1601454712
COVID-19

„მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე მაღალი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი შენარჩუნდება, რადგან მაღალი იყო გასული 10-12 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებულების რიცხვი“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კოვიდინფიცირებული პირების მზარდ რაოდენობას უკავშირდებოდა.

გაბუნიას თქმით, დღეიდან გამოჯანმრთელებულების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. თამარ გაბუნია ამბობს, რომ თუ უსიმპტომოა პირი 10 დღის გასვლის შემდეგ მას შეიძლება მიენიჭოს გამოჯანმრთელებულის სტატუსი.

„ძალიან მარტივია ამ ციფრის ახსნა, რადგან ძალიან მაღალი იყო დადასტურებული შემთხვევები სექტემბრის შუა რიცხვებიდან, უკვე 200-მდე მივედით და ეს შემთხვევები რა თქმა უნდა დაემატა ერთმანეთს.

განმოჯანმრთელების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეს დილიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ უსიმპტომოა პირი 10 დღის გასვლის შემდეგ შეიძლება მას შეიძლება მიენიჭოს გამოჯანმრთელებულის სტატუსი. ამდენად აქ საქმე გვაქვს გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების ზედდებასთან.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე მაღალი გამოჯანმრთელების მაჩვენებელი შენარჩუნდება, რადგან მაღალი იყო გასული 10-12 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირებულების რიცხვი“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება საწოლფონდების რაოდენობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მათი სიმცირის კუთხით საშიშროება ნამდვილად არ დგას.

„პირველადი ჯანდაცვის მექანიზმი გააქტიურებულია და გარკვეული დრო შესაძლოა დასჭირდეს ბინაზე მდგომარეობის შეფასებას, თუ საჭირო არ არის პაციენტის გადაყვანა ჰოსპიტალში, ის შეიძლება დარჩეს ბინაზე ან გადავიდეს საკარანტინე სივრცეში.

იყო გარკვეული შეფერხებები, როცა ბევრი შემთხვევა ერთდოულად დაფიქსირდა, თუმცა ადგილზევე დგინდება რასთან გვაქვს საქმე და ძალიან იშვიათად დასტურდება, რომ შეფერხებას ჰქონდა ადგილი. ამ ეტაპზე საწოლი ფონდის შეფერხება ნამდვილად არ არის“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 30 სექტემბერს საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 796, ხოლო 1 პირი გარდაიცვალა.