Pia Logo
COVID-19

გაერო სახელმწიფოებს პატიმრების რაოდენობის შემცირებისკენ მოუწოდებს

პატიმრების ხელები ციხის საკნიდან
13:10 26.03

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს შეამცირონ პატიმრების რაოდენობა, რადგან ასეთ ვითარებაში შეუძლებელია სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის პრინციპი იყოს დაცული.

გაეროს უმაღლესი კომისრის მიშელ ბაჩლეტის განცხადებით, ქვეყნებმა უნდა მონახონ იმ პატიმრების გათავისუფლების საშუალება, რომლებიც განსაკუთრებულად დაუცველები არიან, საუბარია ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე. მისი თქმით, აუცილებელია ამ პირობებში სახელმწიფოებმა განიხილონ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაკავებული პატიმრების გათავისუფლებაც.

ამერიკის რამდენიმე შტატში უკვე დაიწყეს გარკვეული ზომების მიღება ამ მიზნით. ზოგიერთ ციხეში აიკრძალა პატიმრების მონახულება, ხოლო ახალ მსჯავრდებულებს კორონავირუსის ინფექციაზე ტესტს უტარებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრების გათავისუფლების საკითხი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ-ტეიპ ერდოღანის დღის წესრიგშიც შევიდა. მედიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თურქეთი 100 000 პატიმრის გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს.

ამ დროისთვის, კორონავირუსი მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 21 315-ს შეადგენს.

„კლიპარტი“ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ბიზნესების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

#ბიზნესიზრუნავს - „კლიპარტის“ კამპანია C...

#ბიზნესიზრუნავს – ამ სახელწოდებით ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპა...
მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრესტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა,...
16:31
„ხელისუფლებას მივმართავ - დღეს პოლიტკორექტულობის დრო არაა და კანონის შესაბამისად, უმკაცრესი ღონისძიე...
16:13
დღეს, 29 მარტს, ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ტრადიციული, საკვირაო ბაზრობა გაიმართა. ალფამარკეტი და მი...
15:39
თბილისის მერიისა და "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებშ...
15:13
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ირაკლი ლატარია: დავრჩეთ სახლში და მოვუსმინოთ...
„გარდა იმისა, რომ არის ომი კორონასთან, გვაქვს ასევე ომი - ნერვებისა და ავადმყოფ ნაცებთანაც“, - ამის...
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ქვეყანა რთულ მდგომა...
ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეარხებზე საჭირო გახდება დროებით ც...
12:15
ზუგდიდში ადგილობრივი ტრანსპორტის მოძრაობ...
ზუგდიდის მერიამ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში ვირუსი მზა...
12:12
მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 1500–...
რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 1534 შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე...