მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარიას ინფორმაციით, 3 ახალი ინფიცირებულიდან 2 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია

გახარია სხდომაზე
1590653379
COVID-19

მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 3 ახალი კოვიდინფიცირების შემთხვევიდან 2 სამედიცინოს სფეროს წარმომადგენელია.

პრემიერის თქმით, ვირუსის გაკონტროლება არ ნიშნავს, იმას რომ საქართველომ კოვიდინფექცია დაამარცხა.

"საქართველოში გვყავს ახალი სამი ინფიცირებული ადამიანი, აქედან 2 არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ერთი მძღოლია, რომელიც შემოვიდა ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან. ყველას უნდა გვესმოდეს ის, რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სიწრაფეს და გეოგრაფიას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ვირუსს ვაკონტროლებთ და კონტროლის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენ როგორ ვიქცევით, როგორ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს", - განცხადა გახარიამ.