მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე COVID-19-ზე: დუნე ზრდით მივდივართ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2020
1585234356
COVID-19

"მივდივართ დუნე ზრდით, არ გვაქვს ნახტომისებური ზრდა, ღვთის წყალობით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ეს ყველაფერი იმის ხარჯზეა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ყველა ერთად იბრძვის. 5-10 ან 15 დღეში თუ იქნა ამას ქვეყანა მოერევა და გაუძლებს ამას ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ რთული იქნება თუ ეს ნახტომისებური იქნება. გრიპის ვირუსი უფრო მეტად დამაზიანებელია ორსული ქალბატონისთვის და ნაყოფისთვის, ვიდრე კორონავირუსი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში ჩინეთში, კერძოდ კი უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და COVID-19-გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათას გასცდა, გარდაცვლილია 18 ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ევროპას, იტალიაში ვირუსის გავრცელების ტეპმპი კვლავ უკონტროლოა, ასევე მძიმე ვითარებაა ესპანეთში.

საქართველოში, ამ დროისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებული 79 შემთხვევაა გამოვლენილი, 10 გამოჯანმრთელებულია.