მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ქართველები დიდი ქორწილების გადახდას ისევ მივეჩვიეთ, არ შეიძლება ეს!

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1596615846
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 15, 20, თუნდაც 30 ახალი შემთხვევა ყოველდღიურად საგანგაშო არ არის და პანიკის საფუძველს არ იძლევა, არც ღონისძიებების გამკაცრების საჭიროებას ქმნის.

თუმცა, მისი თქმით, „კორონა არსად წასულა“, მოსახლეობამ კი, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს - გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

„5 შემთხვევა იქნება, 3 თუ 0, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ, რადგან კორონა არსად გამქრალა, ის ჩვენს გვერდით არის და ცირკულირებს, თუმცა არ ცირკულირებს ისეთი ინტენსივობით, როგორც ვთქვათ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დაგვჭირდება თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. საჭიროა ატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია... ისევ მივეჩვიეთ ქართველები დიდი ქორწილების გადახდას, არ შეიძლება ეს. ბევრი ადამიანი დაქორწინდეს ქვეყანაში და ბევრი ადამიანი გაბედნიერდეს, მაგრამ პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ ამ დიდი თავშეყრებისგან, რადგან ეს არის რისკის მომატების საფუძველი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 გამოჯანმრთელდა.