მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: კოვიდინფიცირების შემთხვევების მატება შეზღუდვების მოხსნას არ უკავშირდება

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1590921067
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 2 დღის განმავლობაში კოვიდინფიცირების შემთხვევბის მატება შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი არ არის.

გამყრელიძის თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"გუშინდელი და დღევანდელი მატების არ არის შეზღუდვების მოხსნის პირდაპირი შედეგი. მოგეხსენებათ, რომ სოფელი მუშევანი არის ყველაზე დაზიანებული ადგილი და ველოდებოდით, რომ შემთხვევები კიდევ გვექნებოდა. ამიტომ ჩატარდა ეს აქცია, მოსახლეობა თითქმის სრულად გამოვიკვლიეთ და 18 შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული. ამავე დროს, საბურთალოს ე.წ. კლასტერი არის ყველა კონტაქტი ინფიცირებულთან და ეს ინფიცირებული გახლდათ ჩვენი კოლეგა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი", - აღნიშნა გამყრელიძემ.