მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე ონიშჩენკოს: მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ

გამყრელიძე
1590677459
COVID-19

ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის დელეგაცია მარტო ვერ ჩამოვა, თუმცა მათი წარმომადგენლების დაშვება საერთაშორისო დელეგაციაში შესაძლებელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ხუთშაბათს, 28 მაისს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

ტვ „მაესტროს“ კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა რუსი დეპუტატის გენადი ონიშჩენკოს განცხადებაზე, რომელიც არამხოლოდ ლაბორატორიაში ექსკლუზიურ დაშვებას, შემოწმების პროცესში სამხედროების ჩართვასაც ითხოვდა, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ონიშჩენკომ სინამდვილეში იცის, რა ხდება რეალურად, მაგრამ ასეთი განცხადებების გაკეთებას აიძულებენ. „კარგად იცით, რით ვართ დაკავებული ამ ცენტრში, მაგრამ „მარტო ჩვენ“ მოეშვით ამ „ველიკადერჟავიულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. ჩამოხვალთ, თუ გნებავთ, საერთაშორისო მისიებთან ერთად: გერმანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენ ორ ქვეყანას შორის და მოწვევაც გამოგზავნილია. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, ვერ გავიგე“, – მიმართა გამყრელიძემ რუს დეპუტატს.