მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1589990717
COVID-19

"ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე, რომ სლოგანი, რაც გვქონდა თანდათანობით შეიცვლება სლოგანით, რომ ჩვენ ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად", - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, კიდევ დიდი ხნის მანძილზე სავალდებული იქნება დახურულ სივრცეში და ასევე თავყრილობების დროს პირბადის გამოყენება.

"ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება. არავის სიამოვნებს პირბადით სიარული დაწესებულებების შიგნით, მაგრამ შეკრებების დროს და ასევე დაწესებულებებში პირბადის ტარება დიდხანს მოგვიწევს. გარდა სურსათისა თანდათან სხვა ტიპის მაღაზიანები იხსნება და გაიხსნა, როგორც ვიცი ძალიან აქტიურად იცავენ წესებს. არ გვსიამოვენბს და ეს შეზღუდვაა გარკვეულწილად, მაგრამ ამ ტიპის შეზღუდვები დარჩება. ამ შემოდგომაზე ნამდვილად იქნება და შემდეგ ვნახოთ", - აღნიშნა გამყრელიძემ.