მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატი COVID-19-თან მკურნალობაში შესაძლოა, უალტერნატივო იყოს

პოზიტიური ტესტი
1585744219
COVID-19

აშშ-ს სტივენ ჰოპკინსის კლინიკის ექიმ მამუკა მაჩაიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის მეთოდში გამოჯანმთელებული ადამიანების შრატის გამოყენება შესძლოა, წარმატებული იყოს.

მედიკოსოს თქმით, აშშ-ში უკვე მსგავსი მეთოდით 5 კრიტიკული პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან მაჩაიძე ამბობს, რომ აშშ-ს სამედიცინო ცენტრში ამ მეთოდის კვლევა უკვე მიმდინარეობს.

"ჰოპკინსის კლინიკაში 5 კრიტიკულ პაციენტს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის შრატი გადაუსხეს და პრაქტიკულად ხუთივეს შემთხვევაში შემცირდა ავადობა. გამოჯანმრთელდნენ და სხვა პაციენტებზე ბევრად უფრო ადრე გაეწერენ კლინიკიდან. რა თქმა უნდა, 5 პაცინტიდან გამოტანილი დასკვინის განზოგადება ძალიან რთულია, მაგრამ ამ მიმართულებით კვლევა უკვე დაწყებულია. ამიტომ ვისთანაც კი მქონდა შესაძლებლობა, ყველას გადავეცი, რომ თუკი გამოჯანმრთელებული ადამიანების შრატის შენახვის საშუალება არსებობდა ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ. მით უმეტეს, შრატის გადასხმას არ გააჩნია დიდი უკუჩვენება, თან სხვა ქევყნიდან ლოდინი არც გჭირდება, ფაქტობრივად, შენი მასალა გაქვს", - განაცხადა მამუკა მაჩაიძემ აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის სპეციალური ონლაინკონსულტაციის დროს, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ იორკში.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსისი 115 ფაქტია გამოვლენილი. მათგან გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი, ხოლო მკურნალობას 90 პაციენტი განაგრძობს.