მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაცვლილი მარნეულელი ქალის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთში დაავდებულთა რიცხვი
1586174903
COVID-19

"ქვემო ბოლნისის კლასტერიდან რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალის მეუღლეს, 87 წლის კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა და გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში",-ამის შესახებ ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაფიქისრდა მეორე ახალი შემთხვევაც.

"აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ კირაჩმუღანლოდან, ერთ ქალბატონს ასევე დაუდასტურდა კორონავირუსი. ცნობილია, რომ მან საზღვარი 13 მარტს გადმოკვეთა",- აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, ქალბატონთან კონტაქტში მყოფი 25 პირი უკვე იმყოფება იზოლაციაში და მიმდინარეობს სხვა კონტაქტების ძიება.

ცნობისთვის, ქვემო ქართლის მხარეში კორონავირუსის 21 შემთხვევა იყო დადასტურებული, დღეს კი მათი რიცხვი 23-მდე გაიზარდა.