მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში COVID-19-ის 1500-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585582500
COVID-19

ბოლო 24 საათში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 1500-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში, COVID-19-ს ქვეყენაში 560 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო შემთხვევების რაოდენობა კი გერმანიის მასშტაბით 63 ათას აღემატება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა. გებრეიესუსმა ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა არ არის მოდუნების დრო. ახალი კორონავირუსი გასული წლის დეკემებრში, ჩინეთში, უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, ვირუსი რომ გადამდებია.