მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია ადამიანებს რელიგიური რიტუალების სახლში აღსრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრი ფოთში
1585775900
COVID-19

მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების მიმართ რელიგიური რიტუალების სახლში აღსრულების რეკომენდაცია უცვლელი რჩება.

ამასთან გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკლესიამ სოციალური დისტანციის ნაწილში თავის წილი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მრევლს ეკლესიის გარეთ ყოფნისკენ მოუწოდა.

"მე არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 3 კვირაა და ვნახოთ, ფრთხილი ძალიან, ძალიან ფრთხილი, გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. მე ვუყურებ როგორც ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის ნაწილში. ვიცი, რომ იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი - გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და იქ სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში, ეს არის მთავრობის რეკომენდაცია,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობა და კომანდანტის საათია ამოქმედებული.

მთავრობის წარმომადგენლები და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ადამიანებს შინდარჩენისკენ მოუწოდენებენ.