მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუდაურის საკარანტინო ზონა 92-მა ადამიანმა დატოვა

გუდაურის კარანტინი
1586070295
COVID-19

გუდაურში არსებული საკარანტინო ზონა 4 აპრილს 92-მა ადამიანმა დატოვა. აღნიშნული მოქალაქეების ტრანსპორტირებასა და საკუთარ ოჯახებში უსაფრთხოდ დაბრუნებას ყაზბეგის მერია უზრუნველყოფს.

პროცესს ადგილზე კოორდინირებას მუნიციპალიტეტის მერი- ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე უწევდნენ.

ამჟამად მუნიციპალიტეტის საკარანტინო სივრცეებში რჩება 250-მდე ადამიანი, მათ კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და ეტაპობრივად დატოვებენ მუნიციპალიტეტს.

ყაზბბეგის მერია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით აქტიურად ახორციელებს კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს.

ყაზბეგის მერია სასტუმროს გვერდში დგომისათვის მადლობას უხდის.