მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

დაავდევა კონტროლის ცენტრის დირექტორი
1634639953
COVID-19

„ქვეყანაში მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით უკვე დაწყებულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც მეხუთე ტალღას შედარებით შეამცირებს, ვაქცინაციაა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ბავშვების განათლება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს და დასძენს, სკოლა რომ უსაფრთხო იყოს, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი აცრილები უნდა იყვნენ.

„აცრა იცავს და მთავარი სლოგანი არის - „ვიცრებით ჩვენი ქვეყნისთვის, ვიცრებით საქართველოსთვის და ვიცრებით ერთმანეთისთვის“. აცრა იცავს ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალობისგან.

მეხუთე ტალღა დაწყებულია ქვეყანაში, საკმაოდ მაღალი ნიშნულით და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ერთ-ერთია მასობრივი ვაქცინაცია, ერთადერთი, რაც მეხუთე ტალღას შეაჩერებს არის ის, რომ მეტი ადამიანი აიცრას.

რაც შეეხება სკოლას, იქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე შევინარჩუნოთ ის რაც დავიწყეთ, სასწავლო პროცესი მთლიანად არ გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ვინც არ არის აცრილი, აიცრან. პედაგოგების დაახლოებით 65-66% აცრილია, საჭიროა 80% და მეტი. სამწუხაროდ, ძალიან მცირეა სკოლებში ბავშვების მშობლების აცრის მაჩვენებელი. მთავარი ქვეყნისთვის უნდა იყოს ის, რომ ბავშვების განათლება მიმდინარეობდეს ნორმალურ რეჟიმში. კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა და დიდი ზიანი მიაყენა განათლების პროცესს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ძალიან რთული ნოემბერი გველის.

„ძალიან რთული იქნება ნოემბერი თუ ჩვენ არ დავიცავით მთავარი რეკომენდაციები. აუცილებელია, ხალხს ვაჩვენოთ, რომ ყველგან უნდა ვიყოთ პირბადით. 47%-ია პირბადის ტარების მაჩვენებელი, 50%-ზე დაბლა ეს უკვე ძალიან საგანგაშოა. თუ პირბადის ტარებას 90-95%-მდე გავზრდით, ამით 250-300 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. აცრით 2000 ადამიანს გადავარჩენთ, თუ კიდევ იმდენ ადამიანს ავცრით, რაც უკვე აცრილი გვყავს. დისტანცია და დიდი თავშეყრების თავის არიდება - ეს არის მთავარი რეკომენდაციები, რომელიც უნდა გავითავისოთ, ეს არის ჩვენი სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. მძიმე იქნება ნოემბერი თუ არ დავიცავით რეკომენდაციები და არ ავიცერით“, - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

მან, ასევე, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე ისაუბრა და განმარტა თუ ვისთვის უნდა გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო.

„გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს. არის დიდი მსჯელობა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ არ შედის წინააღმდეგობაში არც ლეგალურად და არც მორალურად. სავალდებულო ვაქცინაცია უნდა დაწესდეს სამედიცინო პერსონალისთვის მიუხედავად იმისა, რომ ექიმების 79% აცრილია. ვაქცინაცია, ასევე, სავალდებულო უნდა იყოს მასწავლებლებისთვის და მომუშავე პერსონალისთვის. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ საკითხს ვაყენებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის და დიდი განხილვის შემდეგ ეს საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე