მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიაში Covid-19-ის მკურნალობაში „რემდესივირი“ დაამტკიცეს

კორონავირუსის წამალი
1588861622
COVID-19

იაპონიაში, კორონავირუსის მკურნალობაში "რემდესივირი" ოფიციალურად დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ინფექციასთან ბრძოლის პირველ მედიკამენტად აღიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„აქამდე კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი არ გვქონია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „რემდესივირის“ ოფიციალური დამტკიცება", - აღნიშნა იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის წარმომაგდენელმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „რემდესივირით“ COVID-19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს უმკურნალებენ.

იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 15 253 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 556 ადამიანი.