მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

კორონავირუსი იაპონიაში
1590752609
COVID-19

იაპონიის ქალაქ კიტაკიუშუში, საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იმატებს. ქალაქის მერმა ვირუსის მეორე ტალღის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ბოლო პერიოდში ქალაქში კოვიდინფიცირების 43, ხოლო გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

უახლოეს მომავალში რეგიონში კვლავ დაიხურება სოციალური და კულტურული სფეროს 119 ობიექტი, მათ შორის სკოლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და კინოთეატრები.

"ერთი სიტყვით რომ აღვწეროთ რაც ხდება, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქალაქში ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო”, - აღნიშნა მერმა NHK არხზე.

იაპონიაში კოვიდინფიცირების 16 683 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 867 ადამიანი.