მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმერეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1600671499
COVID-19

იმერეთში კოვიდინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, უმეტესი მათგანი კვლავ ოქროს სავაჭრო ცენტრის კლასტერს უკავშირდება.

გუშინ კონტაქტების მოძიება დასრულდა და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი.

რამდენიმე შემთვევაში ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა გუბერნატორი ამბობს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ დროისთვის იმერეთის კოვიდკლინიკებში სხვადასხვა რეგიონებიდან 258 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 150- მდე შემთხვევა იმერეთს უკავშირდება.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1534 გამოჯანმრთელებულია.