მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ

NCDC-ის დირექტორის მოადგილე
1597488518
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ.

იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რაიმე სიმპტომის გამოჩენისთანავე მიმართონ ცხელების ცენტრებს.

„ძალიან არასასიამოვნო შემთხვევაა. ქობულეთში გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევა. ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდაა ჩასული. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ ქობულეთში. ამ თანამშრომელთან ვინც კონტაქტში იყო ყველა გადაყვანილია იზოლაციაში, მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვიზიტორები ვინც იყვნენ, მინდა გავაფრთხილო, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ. თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, - განაცხადა ბრიფინგზე პაატა იმნაძემ.

მანვე დასძინა, რომ 14 აგვისტოს მონაცემებით ქვეყანაში 300 ათასზე მეტი „პისიარ“ ტესტია ჩატარებული.