მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: იმედია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩვენთვის გაზაფხულზე ხელმისაწვდომი იქნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1603802259
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, თუმცა ის პირველ ეტაპზე იმ ქვეყნებში გამოიყენება, სადაც შექმნიან.

„წლის ბოლომდე ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ვაქცინა იქნება. კვლევა უკვე მესამე ფაზაშია. ჩინეთში 1 ვაქცინა გამოიყენება, კიდევ ორზეა ლაპარაკი. ჩემი აზრით, მსოფლიოში რამდენიმე ვაქცინა უკვე იქნება. ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც აწარმოებენ. იმედია, ვაქცინა სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩვენთვის, გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რამდენად ეფექტური იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა სიხშირით იქნება მისი გამოყენება საჭირო, ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ „ეს მომავლის თემაა“.

„დარწმუნებული ვარ, ვაქცინა აუცილებლად შეიქმნება“,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 32127 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 12632 გამოჯანმრთელებულია, 238 გარდაცვლილი.