მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: კორონა არსად წასვლას არ აპირებს, მოწმენდილ ცაზე ლენჯერის შემთხვევა გამოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1597084353
COVID-19

„სამწუხაროდ, კორონას ისეთი პირი უჩანს, არსად წასვლას არ აპირებს. ფაქტია, მოწმენდილ ცაზე ლენჯერის შემთხვევები გამოჩნდა“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილ რეგულაციებს აღარ ასრულებს.

„მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღალა ამ შეზღუდვებით, ბევრ ადგილას პირბადის ტარება ფორმალური გახდა“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ამასთან, როგორც პაატა იმნაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ყარაჯალარი გაიხსნა, რისკები მაინც რჩება,

რადგან ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზეა დასაქმებული.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ყველაზე საფრთხილოა უსიმპტომო კოვიდინფიცირებული.

„როგორც ამ დაავადებას ახასიათებს, უმრავლესობისთვის შეიძლება პრობლემა არ იყოს, ვიღაცისთვის ფატალური აღმოჩნდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში შეზღუდვები დაწესდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.