მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე მესტიაზე: წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია

NCDC-ის დირექტორის მოადგილე
1597059366
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მესტიის სოფლებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მუნიციპალიტეტის ჩაკეტვას არ ნიშნავს.

მისი თქმით, მესტიის წითელ ზონად გამოცხადებაზე საუბარი ზედმეტია.

„გამკაცრდა შესვლა-გამოსვლის რეჟიმი, თუმცა, წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია. იქ ეპიდემიოლოგების 5 ჯგუფი მუშაობს და მეექსვე გზაშია. ჩატარდება ფართო კვლევა და ამის შემდეგ გვეცოდინება რა სურათია მთელ რეგიონში“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მან მესტიაში მყოფ ადამიანებს წესების დაცვისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია. ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა ჩვენ გვერდითაა. კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად წასულა და თუ ყველა წესსა და რეკომენდაციას არ დავიცავთ, იძულებული გავხდებით ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. მოვუწოდებ ყველას მესტიის რაიონში, შეასრულონ წესები, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, მათ შორის ღია სივრცეებშიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც მთავრობის გადაწყვეტილებით, უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.