Pia Logo
COVID-19

იმნაძე: როდესაც ქვეყანში შიდა გავრცელება დაიწყება, გეტყვით პიკზე როდის გავალთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრი
19:25 26.03

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის წინაღმდეგ რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება რაც გატარდა, დღეს შესაძლოა COVID-19-ის 4-ჯერ უფრო მეტი შემთხვევა ყოფილიყო გამოვლენილი.

იმნაძის თქმით, უახლოესი კვირების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ზრდისა და მატების პერიოდი იქნება.

"დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში ვირუსის შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებული ყველა ღონისძიება, რაც თავის დროზე ჩატარდა ეტაპობრივად ქვეყანაში, ვირუსის შემთხვევები 4-ჯერ მეტი შეიძლება ყოფილიყო. მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როდესაც ქვეყანში დაიწყება ფართო შიდა გავრცელება, შემდეგ ვიტყვით პიკზე როდის გავალთ, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ უახლოესი კვირები იქნება ქვეყანში ზრდის, მატების პერიოდი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში ჩინეთში, კერძოდ კი უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და COVID-19-გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათას გასცდა, გარდაცვლილია 18 ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ევროპას, იტალიაში ვირუსის გავრცელების ტეპმპი კვლავ უკონტროლოა, ასევე მძიმე ვითარებაა ესპანეთში.

საქართველოში, ამ დროისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებული 79 შემთხვევაა გამოვლენილი, 10 გამოჯანმრთელებულია.

გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში

რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი?...

საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბ...
17:28 30.03
"როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ისეთივე საკა...
23:56 30.03
"ბოლო  თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სასურსა...
23:38 30.03
ქუთაისში კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებუ...
23:06 30.03
"ტესტირება, დაავადების ადრეული გამოვლენა, კარანტინში მოქცევა, ყველა ეს ზომა არის ნაწილი იმ საერთო გე...
22:46 30.03
კორონავირუსი, ჩინეთი, ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკის მყისიერი პასუხი კორონავირუ...
ჩინეთში მხვილი სამრეწველო საწარმოების 98,6%–მა მუშაობა განაახლა, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერე...
21:06 30.03
საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 2 პირი...
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტიდან 2 განიკურნა...
ამირან სალუქვაძე: ღია წყაროებში მოიძებნე...
„ავიაკომპანია „SkyUp“ საკმაოდ სკანდალური რეპუტაციისაა. ამ ეტაპზე შეშის გადაზიდვა...
20:42 30.03
4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა და 812 გარდ...
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვე...