მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: თბილისში სულ 14 ადამიანია, ვისი ინფიცირების წყაროც სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში
1597489329
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, თბილისში 14 ადამიანია სულ, რომლის ინფიცირების წყაროც სვანეთს უკავშირდება.

იმნაძე ამბობს, რომ ბოლო დღეებში 1000-მდე ადამიანმა მიმართა „ცხელების ცენტრებს“.

„ვინც მესტიაში იყო ნამყოფი, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება“, - დასძინა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1321-ს შეადგენს.