მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციონისტი: კორონავირუსი 100%-ით გადამდები არ არის

ინფექცია 2020
1585483563
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ახალი კორონავირუსი 100%-ით გადამდები არ არის.

ამასთან მედიკოსი აცხადებს, რომ რეკომენდაციებისა და ჰიგიენური ნორმის დაცვის შემთხვევაში შეიძლება ერთ სივრცეშიც კი ინფიცირებული ადამიანისგან დაავადება არ გადაგვედოს.

"მოიმატა ასაკოვანმა ადამიანებმა, რამაც დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე გამოიწვია. ჩვენ ახლა გაცილებით რთული პაციენტები გვყავს ვიდრე ინფექციის დაწყებისას გვყავდა. ამ ეტაპზე ის პაციენტები რომლების მდგომარეობაც შეფასებულია მძიმედ, რჩებიან სტაბილურად. ყველა მათგანს აქვს ქრონიკული დაავადებები და არიან ხანდაზმულები. ეს ორი ფაქტორი განაპირობებს დაავადებს სიმძიმეს, თუმცა არის შემხვევბი, როდესაც ახალგაზრდებშიც მძიმედ მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ ეს უფრო მცირე რაპდენობას ეხება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა. კორონავირუსი არის გადამდები, მაგრამ არა 100%-ით, არ გადადის ისე, როგორც წითელა ან სხვა ჰაერწვეთოვანი დაავადებები. თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს დავიცავთ, როგორიც არის დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა. თუნდაც ერთ სივრცეში ყოფნის შემთხვევაშიც შეიძლება ინფიცირებული ადამიანისგან ჩვენ დაავადება არ გადაგვედოს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ "ტვ პირველის" ეთერში.

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში  COVID-19-ისგან 18 ადამიანი განიკურნა. 4717 პირი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. ამავე მონაცემების თანახმად, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 მოქალაქე რჩება.