მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციონისტი: პირბადეები ფორმალურ ხასიათს ატარებს, არასწორად არის გამოყენებული

ექიმი ინფექციონისტი
1602946718
COVID-19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში კოვიდინფიცირების მაჩვენებლი მოიმატებს.

ბუწაშვილის თქმით, დაწესებული შეზღუდვების აღსრულება პრაქტიკულად არ ხდება.

„შემთხვევათა რიცხვი იმატებს, ეს მოსალოდნელია და უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ შემდეგ დღეებში მატება კიდევ იქნება, გარკვეულად სანამ პიკს არ მიაღწევს. რეალურად დღეს გვაქვს ასეთი სურათი, რაც დაწესებულია შეზღუდვები, ამის შესრულებაზე გვაქვს სერიოზული პრობლემები. ფაქტიურად აღსრულება არ ხდება.

ვფიქრობ საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, უნდა გამკაცრდეს არსებული რეგულაციების დაცვის თემა, პირბადები ფორმალურ ხასიათს ატარებს, შეკრებების აკრძალვა ფორმალურ ხასიათს ატარებს, მაინც ყველა იკრიბება, პირბადეები ან არ არის გამოყენებული ან არასწორად სარგებლობენ. ასე ჩვენ ინფექციის გადაცემას ვერ შევასუსტებთ“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მაია ბუწაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურა, 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.