მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციური საავადმყოფოს 10 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბოქსირებული კორპუსი
1585237053
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 10 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"დღის პირველ ნახევარში აღებული 10 ნიმუშის კვლევის პასუხები უარყოფითია. ახალი შემთხვევა არ გვაქვს",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დღის მეორე ნახევარში კორონავირუსზე კვლევა კიდევ 10 პაციენტს ჩაუტარდა, რომლის პასუხებიც გვიან ღამით იქნება მზად და საზოგადოებას დილით ეცნობება.

როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, კლინიკაში ამ დროისთვის 34 პაციენტი რჩება, რომელთაგან 2 მძიმე მდგომარეობაშია, 2-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად ფასდება.

საქართველოში კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.