მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფექციური საავადმყოფოს 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბოქსირებული კორპუსის შესასვლელი
1585928323
COVID-19

"ჩვენთან დღეს 16 პაციენტზე ჩატარდა კვლევა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. უკვე დაიწყო მეორე ეტაპი და 8 პაციენტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში გვაინ ღამით იქნება და ჩვენ დილისთვის გვეცოდინება",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. დადასტურებულია 148 შემთხვევა, რომელთაგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა.