მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფიცირებულთან მყოფი 9 აბიტურიენტი გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ სივრცეში გააგრძელებს

ეროვნული გამოცდები, 2020 წ.
1594383246
COVID-19

9 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდა კოვიდინფიცირებულთან ერთად დაწერეს, სავარაუდოდ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცხრავე აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასვლის წინ „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდებათ.

„პისიარ“ ტესტი აბიტურიენტებს ყველა გამოცდის წინ ჩაუტარდებათ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ოთახში ასევე იმყოფებოდა 2 დამკვირვებელი, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ წესებს, შესაბამისად მათი იზოლაციის საჭიროება არ არის.

ცნობისთვის, ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.