მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფორმაცია, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ადამიანებს კორონავირუსის დელტა შტამისგან ვერ იცავენ, სიმართლეს არ შეესაბამება“ - ტიკარაძე

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1624868539
COVID-19

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შესახებ, რომ მას თითქოს არ შეუძლია ადამიანები კორონავირუსის დელტა, ე.წ. ინდური შტამისგან დაიცვას, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ვერ იცავენ მოქალაქეებს დელტა შტამისგან, ეს არ არის სიმართლე, ვინაიდან სხვა ვაქცინებთან მიმართებით გარკვეული კითხვები მეცნიერებს გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას იმისათვის, რომ ისინი დაცულები იყვნენ.

ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანცირებას, ნიღბის ტარებას და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვას, რომელიც პირველივე დღიდან იყო მოწოდებული“, - აცხადებს ტიკარაძე.

რასაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, მინისტრის თქმით, ის ივლისში დაიწყება.

„მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია, სწორედ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ როგორც რეგიონულად, ასევე, თბილისში დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია. ამავდროულად ვაქცინაციის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები, რომელიც აისახა სხვადასხვა კლინიკისადმი სანდოობით, ასევე, მობილობით რეგიონებში და დედაქალაქში.

ამან ჩვენ მოგვცა დამატებით იმის მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დედაქალაქში გაიზარდოს ვაქცინაციის მოცულობა, რისთვისაც ჩვენ, ასევე, მზად ვართ. შემდეგ კვირას ვაქცინების გარკვეული მოცულობა გვექნება“, - დასძინა მინისტრმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 225 თბილისი, 23 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

🔴 ეპიდვითარება საქართველოში