მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იოლი მდგომარეობა არ არის, თუმცა არც ისე უიმედო სიტუაციაა“ - აკაკი ზოიძე ეპიდსიტუაციაზე

ჯანდაცვის ექსპერტი
1626698800
COVID-19

„იოლი მდგომარეობა არ არის, თუმცა არც ისე უიმედო სიტუაციაა“, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ სატელევიზიო ეთერში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ინფიცირებულთა რიცხვი გაზრდილია. დელტა შტამი ალბათ 1 კვირაში იქნება ძირითადი შტამი, რომელიც ქვეყანაში იცირკულირებს. ძალიან საფრთხილო და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აიცრას ბავშვების მშობლები და ოჯახის წევრები. აცრა არის ერთადერთი ეფექტური გზა, რომ დავიცვათ ოჯახის წევრები ინფიცირებისგან.

„ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ 92%-ით იცავს დელტა ვირუსის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციისგან, 100 %-ით კი სიკვდილიანობისგან. 10-დან 8 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციისგან, სიკვდილიანობისგან „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებიც იცავს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 388 329-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ საკმარისად იცავს ​კოვიდის ყველა შტამისაგან“

👉 აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

👉 „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას რამდენიმე კვირაში მივიღებთ“