მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევამციროთ მობილობა და მოქალაქეების გადაადგილება

ღარიბაშვილი მარნეულში
1587034274
COVID-19

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ სტუმრობისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გაწერილ სავარაუდო სცენარებზე იმსჯელა.

მისი თქმით, თავდაცვის უწყებამ პირველივე დღეებიდან დაიწყო დაგეგმვა, გაკეთდა არაერთი სცენარის მოდელირება და ყველაზე რადიკალური, რთული სცენარისთვისაც კი, დეტალური გეგმა გაიწერა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას აღნიშნა, ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დამატებითი ქალაქების დაკეტვის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თავდაცვის ძალებს კიდევ დაემატება კონტროლის არეალი, გაიზრდება მობილური და სტაციონარული გადაადგილების კონტროლის პუნქტების რაოდენობა, რაც ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. „ჩვენი სამხედროები რისკის ზონაში იმყოფებიან, ჩვენ არ ვიცით დაინფიცირებულ მოქალაქესთან გვიწევს თუ არა შეხება. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, მაქსიმალურად შევამციროთ მობილობა და მოქალაქეების გადაადგილება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.