მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისლანდია - სახელმწიფო სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იტალიაზე 2-ჯერ მაღალია

კორონავირუსი, 2020
1586098445
COVID-19

კორონავირუსზე საუბრისას ისლანდიას იშვიათად ახსენებენ. სხვა ქვეყნების ფონზე COVID 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 1486 შემთხვევა ერთი შეხედვით მართლაც მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ არა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით.

კუნძულოვანი სახელმწიფოს, ისლანდიის მოსახლეობა 340 ათას ადამიანს შეადგენს, საქართველოზე 11-ჯერ ცოტას. შესაბამისად კორონავირუსი ყოველი 228 ადამიანიდან 1 კორონავირუსის მატარებელია, ან უკვე იყო მატარებელი. ეს იტალიის მაჩვენებელს 2-ჯერ, საქართველოს მაჩვენებელს კი 95-ჯერ აღემატება.

ისლანდია სხვა ქვეყნებისგან სიკვდილიანობის კოეფიციენტის ძალიან დაბალი 0.27%-იანი მაჩვენებლითაც გამოირჩევა. 1486 ინფიცირებულიდან 4 გარდაცვლილი და 428 გამოჯანმრთელებული მოდის.

მოსახლეობასთან ფარდობაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი ისლანდიას მხოლოდ 4 სახელმწიფო: ვატიკანი, სან-მარინო, ანდორა და ლუქსემბურგი უსწრებს, რომელთაგანაც პირველი ორი იტალიის შიგნით ანკლავს წარმოადგენს.