მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსით 19 მარტის შემდეგ ყველაზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსი იტალია
1586103724
COVID-19

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და იმავე ვირუსით 525 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 19 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი - 919 ადამიანი 27 მარტს დაიღუპა.

ინფიცირების ზრდის ტემპის კლების მიუხედავად იტალია კვლავ რჩება წითელ ზონად. საერთო ჯამში ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების 128 948 შემთხვევით იტალია აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს, თუმცა 15 887 გარდაცვლილით კვლავ პირველ ადგილზეა.

იტალიის გარდა ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება შეინიშნება ესპანეთშიც. სიტუაცია განსხვავებულია შეერთებულ შტატებში სადაც ჯერ პიკი არ დამდგარა.