მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

კორონავირუსი იტალია
1586017916
COVID-19

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში 4805-ით 124 632-მდე გაიზარდა, იმავე პერიოდში 681-ით, 15 362-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც.

ინფიცირების სწრაფი ზრდის მიუხედავად, დაავადებულთა საერთო რაოდენობით იტალია აღარ არის პირველ ადგილზე. მას აშშ და ახლა უკვე ესპანეთიც უსწრებს. თუმცა რეკორდულად მაღალი, 12.3%-იანი სიკვდილიანობის კოეფიციენტის გამო გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ იტალიაში ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 21 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4000 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.