მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსს კიდევ 712 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში კარანტინი, 2020
1585251242
COVID-19

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 712 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი 8 215-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით 80 589 ადამიანია ინფიცირებული, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 6 203 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსი მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ვირუსით ინფიცირებულია 520 395, ხოლო გარდაცვლილია 23 593 ადამიანი.