მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ევროპა პანდემიის პიკს უახლოვდება

კორონავირუსის ლეტალური შემთხვევა
1585641506
COVID-19

"ევროპა კორონავირუსის პანდემიის პიკს უახლოვდება",-ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა.

ექსპერტების აზრით, იტალიასა და ესპანერთში კორონავირუსის გავრცელების პიკი ახლოსაა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში გამკაცრებულმა შეზღუდვებმა, ამ კუთხით, შესაძლოა დადებითი შედეგი გამოიღოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, სახელმწიფოების მთავრობებმა მოსახლეობის უპირველესი საჭიროებები უნდა დააკმაყოფილონ.

მსოფლიოში კორონავირუსის 786 940 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 37 843 ადამიანი.